შინაარსზე გადასვლა

სადი კარნო (სახელმწიფო მოღვაწე)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სადი კარნო
სადი კარნო
ოფიციალური პორტრეტი, დაახლ. 1880-იანი წლები
საფრანგეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 დეკემბერი, 1887  25 ივნისი, 1894
პრემიერ-მინისტრი  
წინამორბედიჟიულ გრევი
მემკვიდრეჟან კაზიმირ-პერიე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 აპრილი, 1885  11 დეკემბერი, 1886
პრემიერ-მინისტრი
წინამორბედიჟან-ჟიულ კლამჟერანი
მემკვიდრეალბერ დოფინი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 აპრილი 1885  16 აპრილი 1885
პრემიერ-მინისტრიჰენრი ბრისონი
წინამორბედიდევიდ რეინალი
მემკვიდრეჩარლზ დემოლი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 სექტემბერი, 1880  14 ნოემბერი, 1881
პრემიერ-მინისტრიჟიულ ფერი
წინამორბედიანრი ვაროი
მემკვიდრედევიდ რეინალი

დაბადებული11 აგვისტო, 1837
ლიმოჟი, საფრანგეთის სამეფო
გარდაცვლილი25 ივნისი, 1894 (56 წლის)
ლიონი, საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა
პოლიტიკური პარტიაზომიერი რესპუბლიკელები
ხელმოწერა

მარი ფრანსუა სადი კარნო (დ. 11 აგვისტო, 1837 – გ. 25 ივნისი, 1894) — ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 1887 წლიდან 1894 წელს მის მკვლელობამდე იკავებდა.[1]

მისი პრეზიდენტობა არაერთი არასათანადოდ მართული კრიზისით იყო აღსანიშნავი. გენერალ ბულანჟეს სწრაფი აღზევება და 1889 წელს ელისეზე ლაშქრობის წარუმატებელი მცდელობა კარნოს მმართველობის დროს რესპუბლიკისთვის პირველი სერიოზული საფრთხე იყო. შემდეგ მოჰყვა სამინისტრო კრიზისები, ფინანსური სკანდალები, შრომითი არეულობა, ანარქისტული ძალადობა და ბოლოს, კარნოს მკვლელობა 1894 წელს. პანამაში პარლამენტარებისთვის ქრთამის მიცემასთან დაკავშირებულმა სკანდალებმა დიდი ფინანსური ზარალი გამოიწვია და მონაწილე პირები ძალიან შეარცხვინა. მემარჯვენე გაზეთმა La Libre Parole-მა, რომელსაც ანტისემიტი პუბლიცისტი ედუარ დრუმონი ხელმძღვანელობდა, მესამე რესპუბლიკის პოლიტიკის მიმართ შეუწყნარებლობის გამწვავებას შეუწყო ხელი.[2]

სადი კარგად მიიღეს საფრანგეთში მოგზაურობისას, 1889 წელს გამოფენა გახსნა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციას ეძღვნებოდა, და რუსეთთან დიპლომატიურ დაახლოებას შეუწყო ხელი. მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადამ გააძლიერა პრეზიდენტის ძალაუფლება და გავლენა.[3]

Sadi Carnot, დაახლ.1873

მარი ფრანსუა სადი კარნო სახელმწიფო მოღვაწის იპოლიტ კარნოს ვაჟი იყო და დაიბადა ლიმოჟში, ჰოტ-ვიენში. მას მესამე სახელი, სადი, მისი ბიძის, ნიკოლა ლეონარ სადი კარნოს პატივსაცემად ეწოდა, ინჟინრის, რომელმაც ჩამოაყალიბა თერმოდინამიკის მეორე კანონი და ზოგადად ითვლება ამ საგნის ფუძემდებლად. თავად ნიკოლა ლეონარ სადი კარნოს სახელი კი შირაზელი სპარსი პოეტის, საადის, სახელიდან მომდინარეობს. ბიძის მსგავსად, მარი ფრანსუა საზოგადოებაში ცნობილი გახდა სადი კარნოს სახელით. თავისი მეცნიერული აზროვნებითა და რესპუბლიკური შეხედულებებით იგი ჰგავდა თავის ბაბუას, ლაზარ კარნოს — სამხედრო რეფორმატორსა და საფრანგეთის რევოლუციის დროინდელი დირექტორიის წევრს.

მან მიიღო განათლება სამოქალაქო ინჟინრად და გამორჩეულად წარმატებული სტუდენტი იყო როგორც პოლიტექნიკურ სკოლაში (École Polytechnique), ასევე ხიდებისა და გზების ეროვნულ სკოლაში (École des Ponts et Chaussées). აკადემიური კურსის დასრულების შემდეგ, იგი საჯარო სამსახურში დაინიშნა. 1871 წლის იანვარში იგი ზღვისპირა სენას პრეფექტად დაინიშნა. შემდეგი თვის განმავლობაში იგი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრად აირჩიეს კოტ-დ’ორის დეპარტამენტიდან. დეპუტატთა პალატაში იგი შეუერთდა ოპორტუნისტ რესპუბლიკელთა საპარლამენტო ჯგუფს, Gauche républicaine. 1878 წლის აგვისტოში იგი დაინიშნა საზოგადოებრივი სამუშაოების მინისტრის მდივნად. 1880 წლის სექტემბერში და 1885 წლის აპრილში იგი მინისტრი გახდა და თითქმის დაუყოვნებლივ ფინანსთა სამინისტროში გადაინაცვლა, სადაც აღნიშნული თანამდებობა 1886 წლის დეკემბრამდე ეკავა.[4]

როდესაც დენიელ უილსონის სკანდალებმა 1887 წლის დეკემბერში ჟიულ გრევის დაცემა გამოიწვია, კარნოსი პრეზიდენტობის კანდიდატად იქცა და მან ჟორჟ კლემანსოს და მრავალი სხვა ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვა, რის შედეგადაც იგი 827-დან 616 ხმით აირჩიეს. მან თანამდებობა კრიტიკულ პერიოდში დაიკავა, როდესაც რესპუბლიკას თითქმის ღიად შეუტია გენერალ ბულანჟემ.[4]

როდესაც 1889 წლის დასაწყისში ბულანჟე საბოლოოდ გადაასახლეს, კარნოს დაევალა სახელმწიფოს მეთაურად გამოჩენა ორი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ღონისძიების დროს: 1889 წელს საფრანგეთის რევოლუციის ასი წლისთავის აღნიშვნასა და იმავე წელს პარიზის გამოფენის გახსნაზე.[5] ორივე წარმატება აღიქმებოდა რესპუბლიკის პოპულარულ დამტკიცებად. და მიუხედავად იმისა, რომ კარნოს უწევდა მუდმივი ზეწოლის გადატანა დროებითი მინისტრთა კაბინეტების შექმნისა და დაშლის, სოციალისტური გამოსვლებისა და ანტისემიტიზმის დასაწყისის გამო, მის წინაშე მხოლოდ ერთი სერიოზული კრიზისი დადგა — 1892 წლის პანამის სკანდალი. ეს სკანდალი, მიუხედავად იმისა, რომ საგრძნობლად აზიანებდა სახელმწიფოს პრესტიჟს, კიდევ უფრო ზრდიდა პატივისცემას რესპუბლიკის მეთაურის მიმართ, რომლის წინააღმდეგაც ვერავინ იტყოდა სიტყვას.[4]

კარნო მხარს უჭერდა ფრანკო-რუსულ ალიანსს და ალექსანდრე III-ისგან მიიღო წმინდა ანდრიას ორდენი.

Illustration of Carnot's assassination

პრეზიდენტი კარნო პოპულარობის ზენიტს აღწევდა, როდესაც 1894 წლის 24 ივნისს, ლიონში, საფონდო ბირჟის სასახლეში საჯარო ბანკეტზე წარმოთქმული სიტყვის შემდეგ, რომელშიც, როგორც ჩანს, მან იგულისხმა, რომ ხელახლა არ იყრიდა კენჭს არჩევნებში, იგი რესპუბლიკის ქუჩაზე იტალიელმა ანარქისტმა, სახელად სანტე ჯერონიმო კასერიომ, დანით დაჭრა.[4] სადი, რომელიც ახლომდებარე რონის პრეფექტურაში გადაასვენეს, 25 ივნისს, შუაღამის შემდეგ გარდაიცვალა. ის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი იყო, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის დროს გარდაიცვალა.[6] დანით დაჭრამ გამოიწვია ფართო სირცხვილისა და მწუხარების გრძნობები, და პრეზიდენტი პატივისცემით დაკრძალეს პანთეონში 1894 წლის 1 ივლისს გამართულ სემიფალურ სამგლოვიარო ცერემონიალზე. შემდგომ იგი პანთეონის კრიპტაში დამარხეს, საფრანგეთის ისტორიაში სხვა ცნობილი პირების გვერდით.[7]

კასერიომ მკვლელობას პოლიტიკური აქტი უწოდა, იგი გაასამართლეს და 1894 წლის 3 აგვისტოს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. გასამართლებიდან 13 დღის შემდეგ, 1894 წლის 16 აგვისტოს, კასერიოს განაჩენი შეუსრულდა.[8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: სადი კარნო (სახელმწიფო მოღვაწე)

  1. Harismendy, Patrick (1995). Sadi Carnot : l'ingénieur de la République. Paris: Perrin. 
  2. David Scott Bell, et al. eds. Biographical dictionary of French political leaders since 1870 (Prentice Hall, 1990). pp. 69–70.
  3. Bell, Biographical dictionary of French political leaders since 1870 (1990). pp 69–70.
  4. 1 2 3 4 Chisholm 1911.
  5. Ory, Pascal (1989). l'Expo Universelle. Brussels: Editions Complexe. 
  6. Lacassagne, Alexandre (1843–1924) Auteur du texte; Poncet, A. Auteur du texte. L'assassinat du président Carnot / par A. Lacassagne,.... A. Storck (10 April 1894). ციტირების თარიღი: 10 April 2018
  7. (1895) Le Président Carnot et ses Funérailles au Panthéon. Librarie le Soudier. 
  8. „Caserio at the Guillotine“. The New York Times. 16 August 1894. ციტირების თარიღი: 24 June 2008.