შინაარსზე გადასვლა

კრიშტიანუ რონალდუ

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: რონალდო.
კრიშტიანუ რონალდუ
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ
დაბადების
თარიღი
5 თებერვალი, 1985 (1985-02-05) (41 წლის)
დაბადების
ადგილი
ფუნშალი,მადეირა, პორტუგალია
სიმაღლე 187 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ალ-ნასრი
ნომერი 7
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2002–2003 სპორტინგი 27 (3)
2003–2009 მანჩესტერ იუნაიტედი 196 (84)
2009–2018 რეალ მადრიდი 292 (311)
2018–2021 იუვენტუსი 98 (81)
2021–2022 მანჩესტერ იუნაიტედი 40 (19)
2023– ალ-ნასრი 86 (84)
ეროვნული ნაკრები
2001–2002 პორტუგალია 17-წლ. 7 (5)
2003 პორტუგალია 20-წლ. 5 (1)
2002–2003 პორტუგალია 21-წლ. 10 (3)
2004 პორტუგალია 23-წლ. 3 (2)
2003– პორტუგალია 226 (143)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 23 ნოემბერი, 2025
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 13 ნოემბერი, 2025
რონალდუ და მესი

კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ (პორტ. Cristiano Ronaldo dos Santos Aveiro; დ. 5 თებერვალი, 1985) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. 2023 წლის 1 იანვრიდან იცავს ერ-რიადის საფეხბურთო კლუბ „ალ-ნასრის“ ღირსებას. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების, „რეალ მადრიდისა“ და ზოგადად, ეროვნულ ნაკრებთა ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად. პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ აღიარებულია პორტუგალიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონისა და იტალიის სერია A-ს ჩეპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. მრავალჯერ იყო აღიარებული აღნიშნული ჩემპიონატების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და ბომბარდირად. მოგებული აქვს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ (2007–08, 2013–14, 2015–16, 2016–17, 2017–18), ერთა ლიგა (2018–19) და ოქროს ბურთი 5-ჯერ (2008, 2013, 2014, 2016, 2017).

იოჰან კრეიფმა 2008 წლის 2 აპრილის ინტერვიუში პორტუგალიელ ფეხბურთელზე შემდეგი რამ თქვა: „რონალდუ უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე ჯორჯ ბესტი და დენის ლოუ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში ორი საუკეთესო ფეხბურთელი“.

კრისტიანო რონალდო დუშ სანტუშ ავეირუ დაიბადა მარია დოლორეს დუშ სანტუშის და ჟოზე დინის ავეირუს ოჯახში. მისი მეტსახელი „რონალდუ“, უკავშირდება აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, რომელიც იმ დროს მამამისის საყვარელი მსახიობი იყო. კრიშტიანუს ჰყავს უფროსი ძმა, უგო და ასევე უფროსი დები — ელმა და ლილიანა კატია.

ბავშვობაში რონალდუს საყვარელი გუნდი ლისაბონის „ბენფიკა“ იყო. რვა წლის ასაკში, კრიშტიანუ „ანდორინიაში“ ასპარეზობდა, საიდანაც 1995 წელს ის „ნასიონალში“ გადაბარგდა. ამ კლუბის რიგებში ფეხბურთელმა პორტუგალის ახალგაზრდული ჩემპიონატიც მოიგო და 2 წლის შემდეგ უკვე პორტუგალიის ერთ-ერთ წამყვან კლუბში, ლისაბონის „სპორტინგში“ გადაბარგდა. ამ ტრანსფერის თანხა დღემდე უცნობია.

რონალდუ თავიდანვე ახალგაზრდულ გუნდებში ასპარეზობდა. თუმცა ის გახდა ერთადერთი ფეხბურთელი „სპორტინგის“ ისტორიაში, რომელსაც 16-წლამდელთა გუნდიდან ძირითად გუნდში გადასვლისათვის სულ რაღაც 1 სეზონი დასჭირდა. მან სწორედ ამ დროში გაიარა 4 სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი. სადებიუტო შეხვედრაში კრიშტიანუმ „მორეირენსეს“ ორი გოლი გაუტანა. იმავე წელს კი ეროვნული გუნდის რიგებში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.

რონალდუს შეძენის პირველი მსურველი იყო ინგლისური „ლივერპული“, თუმცა ბრიტანელების მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ პორტუგალიელი ფეხბურთელი ახალგაზრდული ასაკის გამო არ გადაიბირა. სამაგიეროდ, რონალდუს თამაშით სრულიად კმაყოფილი დარჩა სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც კრიშტიანუს ასპარეზობით 2003 წლის ზაფხულში მოიხიბლა, როცა „სპორტინგმა“ ამხანაგურ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედი“ სწორედ რონალდუს დიდებული თამაშის ხარჯზე დაამარცხა. ინგლისური გრანდის ფეხბურთელები რონალდუს თამაშით აღფრთოვანებულები დარჩნენ და სწორედ მათ ურჩიეს ფერგიუსონს ახალგაზრდა მოთამაშის გადაბირება.

მანჩესტერ იუნაიტედი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელი 2003 წლის ზაფხულში გახდა, როცა ის ინგლისურმა კლუბმა 12,24 მლნ. ევროდ შეიძინა. თავიდანვე კრიშტიანუმ 28-ნომრიანი მაისურით ასპარეზობა განიზრახა. მას არ სურდა მიეღო ვაკანტური მე-7 ნომერი, რომლითაც თავის დროზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისეთ ლეგენდებს უთამაშიათ როგორებიც იყვნენ: ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა და დეივიდ ბეკჰემი. „როდესაც გუნდს შევუერთდი, მწვრთნელმა მითხრა, თუ რა ნომრით მსურდა ასპარეზობა. მე 28 დავუსახელე. მაგრამ ფერგიუსონმა მითხრა, რომ ადრე თუ გვიან 7-ნომრიან მაისურს მაინც მოვირგებდი და ჯობდა ეს ახლავე მომხდარიყო. ეს კი ჩემთვის მოტივაციის ძალიან დიდი წყარო იყო. მხვდა პატივი, მეტარებინა იუნაიტედის 7-ნომრიანი მაისური.“

რონალდუ „იუვენტუსში" თამაშისას

რონალდუს დებიუტი ახალ გუნდში შედგა „ბოლტონის“ წინააღმდეგ. ის მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა. 2005 წლის 29 ოქტომბერს კი „მიდლსბროსთან“ 4–1 წაგებულ მატჩში მან გაიტანა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში საიუბილეო, მეათასე პრემიერლიგური გოლი. იმ სეზონში რონალდუმ საერთო ჯამში 10 გოლი გაიტანა და წლის ბოლოს, იუნაიტედის ფანებმა გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზიც გადასცეს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე უეინ რუნისთან მოხმდარი ინციდენტის გამო, რონალდუს ფანებმა შემდეგი სიმღერა მიუძღვნეს: „მხოლოდ ერთი რონალდო არსებობს.“ 2006 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში ფეხბურთელი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ზედიზედ ორჯერ კი ეს ჯილდო მხოლოდ დენის ბერგკამპსა და რობი ფაულერს ჰქონდათ მოგებული. მანჩესტერულ კარიერაში ორმოცდამეათე გოლი კი რონალდუმ „მანჩესტერ სიტის“ გაუტანა. იმავე წელს კი იუნაიტედმა 4-წლიანი შესვენების შემდეგ პრემიერლიგა მოიგო.

2007 წლის მარტში რონალდუს სანაცვლოდ მადრიდის „რეალი“ სარეკორდო თანხას, 80 მლნ. ევროს იხდიდა. ხელფასის სახით კი ფეხბურთელს 120 000 გირვანქას ჰპირდებოდა, თუმცა იმავე წლის 13 აპრილს, ახალი კონტრაქტის თანახმად, პორტუგალიელი პრემიერლიგის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშე გახდა.

იმავე სეზონის პორტუგალიელმა ინდივიდუალური ჯილდოებიც მოიპოვა: ის დაასახელეს ინგლისის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და ასევე პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ.

2007–2008 წლების სეზონი კი რონალდუსთვის უიღბლოდ დაიწყო, რამეთუ პირველივე ოფიციალურ მატჩში გააძევეს „პორტსმუთთან“ შეხვედრაში. სეზონის სადებიუტო გოლი კი კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა, კიევის დინამოს წინააღმდეგ.

2007 წელს პორტუგალიელმა კაკას შემდეგ ოქროს ბურთის ლაურეანტებში მეორე ადგილი დაიკავა.

2008 წლის 12 იანვარს კი რონალდუმ თავის მანჩესტერულ კარიერაში პირველად შეასრულა ჰეთ-თრიკი, ეს „ნიუკასლთან“ მატჩში მოხდა. ჩემპიონთა ლიგაში კი მისი გუნდი სულ უფრო წინ მიიწევდა, მანჩესტერელებმა 1/8 ფინალში ფრანგული ლიონის „ოლიმპიკი“ დაამარცხეს, რონალდუმ განმეორებით მატჩში გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

2008 წლის 19 მარტს კი, „ბოლტონთან“ მატჩში კრიშტიანუმ პირველად უკაპიტნა „მანჩესტერ იუნაიტედს“. შეხვედრა კი მისმა გუნდმა 2–0 მოიგო. ორივე გოლი თავის ანაგრიშზე სწორედ რონალდუმ ჩაიწერა. საბოლოო ჯამში, პორტუგალიელმა წლის საუკეთესო ბომბარდირისათვის განკუთვნილი, ოქროს ბუცი მოიპოვა, გაასწრო რა 8 ქულით მეორე ადგილზე გასულ დანიელ გისას.

2007–2008 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში რონალდუმ „ჩელსის“ წინააღმდეგ, ანგარიშის გახსნა მოახერხა. საბოლოო ჯამში, კი ტიტულს მისი გუნდი დაესაკუთრა, ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მატჩი თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიგეს, ანგარიშით 6–5.

2008 წლის ზაფხულში პორტუგალიელი მადრიდის „რეალში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერის განხორციელების ალბათობა მანჩესტერულმა მხარემ იუარა. აგვისტოში კი თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა, რომ ის მინიმუმ ერთი სეზონით კვლავ მანჩესტერში აპირებს დარჩენას.

რონალდუ, აიაქსის წინააღმდეგ.

2009 წლის 26 ივნისს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია რონალდუს რეალ მადრიდში ტრანსფერის შესახებ. ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.[1] 2010-11 წლების სეზონში მას სარეკორდო მაჩვენებელი ჰქონდა - 40 გოლი ლა ლიგაში. დიეგო მარადონას აზრით ის საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში.[2]

კრიშტიანუმ მადრიდის რეალს რიგებში საოცარი მაჩვენებელი აჩვენა 394 მატჩში 406 გოლი ეს სარეკორდო შედეგია.

პერესმა რონალდუში 96 მილიონი ევრო გადაიხადა და ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენიც გააკეთა. 2008 წლის საუკეთესო ფეხბურთელი „რეალს“ დაეხმარა, რათა „ბარსელონას“ ჰეგემონია დაემხო.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ 90 000 კაცი შეიკრიბა, რათა მისი პრეზენტაციისთვის ეყურებინა. 4 წლის შემდეგ რონალდუმ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ რონალდუ 209 მატჩში 209 გოლს გატანდა და სამეფო კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა.

რონალდუმ გადამწყვეტი როლი შეასრულა „რეალ მადრიდის“ მიერ 2014 წელს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევაში. რონალდუმ ტურნირზე 17 გოლი გაიტანა, მათგან ერთი ფინალში. 2016 წელს რონალდომ კვლავ გაიბრწყინა ჩემპიონთა ლიგაზე, გაიტანა 16 გოლი, გახდა ტურნირის ბომბარდირი და ამით ლომის წვლილი დაიდო მადრიდის რეალისთვის მორიგი, რიგით მე-11 ჩემპიონთა თასის მოგებისთვის. 2016-17 წლის სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე შედარებით ინერტულად დაიწყო. გათამაშების საწყის ეტაპზე მას საერთოდ არ ჰქონდა გოლი გატანილი და ბომბარდირთა დავაშიც მნიშვნელოვნად დათმო პოზიციები უშუალო კონკურენტ ლიონელ მესისთან, რომელიც ბომბარდირთა დავას 10 გატანილი გოლით ლიდერობდა, თუმცა ჩემპიონატის დასკვნით სტადიაში კარდინალურად შეცვალა სიტუაცია. მეოთხედფინალურ ეტაპზე ლიონელ მესი საკუთარ გუნდთან ერთად გამოეთიშა გათამაშებას, მადრიდის რეალმა კი ტრიუმფით დაასრულა გამოსვლა და შეძლო ის რაც აქამდე არცერთ კლუბს არ გამოუვიდა, ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და შეინარჩუნა ტიტული, ხოლო რონალდომ ფინალში გატანილი დუბლით გადაასწრო უშუალო კონკურენტს და 12 გატანილი გოლით ბომბარდირობა კვლავ არავის დაუთმო.

რონალდუ 2019 წელს

2018 წლის 10 ივლისს ხელი მოაწერა ოთხ წლიან კონტრაქტს იმ პერიოდისთვის იტალიის მოქმედ ჩემპიონ „იუვენტუსთან“, „იუვენტუსმა“ მასში 100 მილიონი ევრო გადაიხადა.[3] რონალდუსს ოფიციალური დებიუტი გუნდში შედგა 2018 წლის 18 აგვისტოს სერია ა-ს მატჩში „ჩიევოს“ წინააღმდეგ, ეს შეხვედრა „იუვენტუსმა“ 3-2 მოიგო .პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა იტალიური „სასუოლოს“ წინააღმდეგ, „იუვენტუსმა“ შეხვედრა ანგარიშით 2-1 მოიგო. მისი დებიუტი ევროსარბიელზე „იუვენტუსის“ მაისურით შედგა 2018 წლის 19 სექტემბერს, ესპანური „ვალენსიას“ წინააღმდეგ, იუვენტუსმა ეს შეხვედრა 2-0 მოიგო.

მანჩესტერ იუნაიტედი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის 27 აგვისტოს რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდა. „მანჩესტერმა“ მის ხელახლა შესაძენად 12,9 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა. 11 სექტემბერს „ოლდ ტრაფორდზე“ რონალდუს ხელმეორე დებიუტი შედგა „ნიუკასლის“ წინაამღდეგ. შეხვედრა „მანჩესტერმა“ 4-1 მოიგო, რონალდუმ ამ მატჩში 2 გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგაზე კრიშტიანუს ხელმეორე დებიუტი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით შედგა „ვილიარეალის“ წინაამღდეგ, რომელიც „იუნაიტედმა“ 2-1 მოიგო.

2022 წლის 22 ნოემბერს ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა კრიშტიანუ რონალდუსთან კონტრაქტი გააუქმა. მანამდე რონალდუმ სკანდალური ინტერვიუ მისცა ბრიტანეთის ტელევიზიას (პირს მორგანს). მან თქვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი და ის ერთმანეთის მიმართ არ იყვნენ პატივისცემით განწყობილი. გარდა ამისა, მისი სიტყვებით, მას აიძულებდნენ, დაეტოვებინა გუნდი მწვრთნელთა შემადგენლობის შეცვლის ფონზე.[4][5]

რონალდუს დებიუტი ეროვნულ გუნდში 2003 წლის აგვისტოში შედგა, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მან მონაწილეობა მიიღო ევრო 2004-ზე და იმავე წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, ათენში.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი რონალდუს თანაგუნდელ უეინ რუნისთან მოუვიდა კონფლიქტი, რასაც ამ უკანასკნელის მოედნიდან გაძევება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ახალი სეზონის დასაწყისში ფეხბურთელებმა ერთმანეთში ურთიერთობა მოაგვარეს და განაცხადეს, რომ ყოველგვარი კონფლიქტი ამოწურულია.

2008 წელს კი კრიშტიანუმ ნაკრების რიგებში ევრო 2008-ზე იასპარეზა, სადაც მისი ეროვნული გუნდი გერმანიასთან დამარცხდა, 1/4-ფინალურ სტადიაზე.

2007 წლის 6 თებერვალს რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებს პირველად უკაპიტნა, ბრაზილის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იგი ნაკრების კაპიტანი იყო, მაგრამ ერთ-ერთ ეპიზოდში კამერას შეაფურთხა, რის გამოც სამკლავური ჩამოართვეს. ევრო 2012-ზე რონალდო კვლავ ნაკრების კაპიტანი იყო. ამ ტურნირზე მან სამი გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ პორტუგალია 1/2 ფინალში ესპანეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდუმ მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, პორტუგალიამ ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა და ტურნირს გამოეთიშა.

ევრო 2016-ზე რონალდომ მხოლოდ 3 გოლი გაიტანა, მაგრამ მისი კაპიტნობით პორტუგალიამ ჩემპიონობა მოიპოვა. რონალდუს გადაეცა ვერცხლის ბუცი.

გოლები ნაკრების რიგებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კრიშტიანუ რონალდუ‎: საერთაშორისო გოლები
#თარიღიშეხვედრის ადგილიმოწინააღმდეგეანგარიშიშედეგიშეჯიბრის სახეობა
112 ივნისი 2004პორტუ, პორტუგალიასაბერძნეთის დროშა საბერძნეთი1 – 21 – 2ევრო 2004
230 ივნისი 2004ლისაბონი, პორტუგალიანიდერლანდების დროშა ნიდერლანდები2 – 02 – 1ევრო 2004
34 სექტემბერი 2004რიგა, ლატვიალატვიის დროშა ლატვია0 – 10 – 22006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
48 სექტემბერი 2004ლეირია, პორტუგალიაესტონეთის დროშა ესტონეთი1 – 04 – 02006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
513 ოქტომბერი 2004ლისაბონი, პორტუგალიარუსეთის დროშა რუსეთი2 – 07 – 12006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
613 ოქტომბერი 2004ლისაბონი, პორტუგალიარუსეთის დროშა რუსეთი4 – 07 – 12006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
717 ნოემბერი 2004ლუქსემბურგი, ლუქსემბურგილუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი0 – 20 – 52006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
84 იცნისი 2005ლისაბონი, პორტუგალიასლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი2 – 02 – 02006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
98 ივნისი 2005ტალინი, ესტონეთიესტონეთის დროშა ესტონეთი0 – 10 – 12006 წლის მსოფლიოს შესარჩევი
101 მარტი 2006დიუსელდორფი, გერმანიასაუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი0 – 10 – 3ამხანაგური
111 მარტი 2006დიუსელდორფი, გერმანიასაუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი0 – 30 – 3ამხანაგური
1217 ივნისი 2006მაინის ფრანკფურტი, გერმანიაირანის დროშა ირანი2 – 02 – 0მსოფლიო ჩემპიონატი 2006
137 ოქტომბერი 2006პორტუ, პორტუგალიააზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი1 – 03 – 0ევრო 2008 შესარჩევი
147 ოქტომბერი 2006პორტუ, პორტუგალიააზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი3 – 03 – 0ევრო 2008 შესარჩევი
1515 ნოემბერი 2006კოიმბრა, პორტუგალიაყაზახეთის დროშა ყაზახეთი2 – 03 – 0ევრო 2008 შესარჩევი
1624 მარტი 2007ლისაბონი, პორტუგალიაბელგიის დროშა ბელგია2 – 04 – 0ევრო 2008 შესარჩევი
1724 მარტი 2007ლისაბონი, პორტუგალიაბელგიის დროშა ბელგია4 – 04 – 0ევრო 2008 შესარჩევი
1822 აგვისტო 2007ერევანი, სომხეთისომხეთის დროშა სომხეთი1 – 11 – 1ევრო 2008 შესარჩევი
198 სექტემბერი 2007ლისაბონი, პორტუგალიაპოლონეთის დროშა პოლონეთი2 – 12 – 2ევრო 2008 შესარჩევი
2017 ოქტომბერი 2007ალმა-ატა, ყაზახეთიყაზახეთის დროშა ყაზახეთი0 – 21 – 2ევრო 2008 შესარჩევი
2111 ივნისი 2008ჟენევა, შვეიცარიაჩეხეთის დროშა ჩეხეთი1 – 21 – 3ევრო 2008
2211 თებერვალი 2009ფარუ (ქალაქი), პორტუგალიაფინეთის დროშა ფინეთი1–01–0ამხანაგური
2321 ივნისი 2009კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაჩრდილოეთ კორეის დროშა ჩრდილოეთი კორეა7–07–1ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2010
248 ოქტომბერი 2010პორტუ, პორტუგალიადანიის დროშა დანია3–13–1ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის კვალიფიკაცია 2012
2512 ოქტომბერი 2010რეიკიავიკი, ისლანდიაისლანდიის დროშა ისლანდია0–11–3ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის კვალიფიკაცია 2012
კლუბი დივიზიონი სეზონი ლიგა თასი (1) საერთ (2) ჯამში (3)
მატჩი გოლი ასისტ. მატჩი გოლი ასისტ. მატჩი გოლი ასისტ. მატჩი გოლი ასისტ.
სპორტინგი
დროშა: პორტუგალია პორტუგალია
პრიმეირა ლიგა 2002-03253632-3-1 31 5 7
სულ25363203013157
მანჩესტერ
იუნაიტედი

დროშა: ინგლისი ინგლისი
პრემიერლიგა 2003-0429436235-1 40 6 7
2004-0533549448-2 50 9 10
2005-063396621811 47 12 8
2006-073417138311135 53 23 19
2007-083431743-1181 49 42 8
2008-093318663-1453 53 26 9
სულ პირველი ეტაპი19684393917957171329211861
რეალ მადრიდი
დროშა: ესპანეთი ესპანეთი
ლა ლიგა 2009-1029267---67- 35 33 7
2010-11 3440108711262 54 53 13
2011-12 38461274-10103 55 60 15
2012-13 34341099112121 55 55 12
2013-14 3031963311175 47 51 17
2014-15 35481641-15126 54 61 22
2015-16 363511---12164 48 51 15
2016-17 2925621-15166 46 42 12
2017-18 2726511-16172 44 44 7
სულ292311863726510911329438450120
იუვენტუსი
იტალიის დროშა იტალია
სერია A 2018-193121831-962 43 28 10
2019-203331452-841 46 37 5
2020-213329253-642 44 36 4
2021-221-------- 1 0 0
სულ98811413602314513410119
მანჩესტერ
იუნაიტედი

დროშა: ინგლისი ინგლისი
პრემიერლიგა 2021-2212------- 1 2 0
სულ მეორე ეტაპი120000000120
სულ19786393917957171329312061
სულ ჯამში61248114592511419214448896676207
ეროვნული
ნაკრები
წლები ევროპის ჩემპიონატი(1) მუნდიალი(2) ამხანაგური ჯამში გსმ
მატჩი გოლი ასისტ. მატჩი გოლი ასისტ. მატჩი გოლი ასისტ. მატჩი გოლი ასისტ.
პორტუგალია
პორტუგალიის დროშა
2003-04622---7-1 13 2 3 0,19
2004-05---8742-- 10 7 4 0,70
2005-06---1011521 15 3 2 0,20
2006-07651---2-- 8 5 1 0,63
2007-081041---2-- 12 4 1 0,33
2008-09---4--31- 7 1 0 0,14
2009-10---7114-2 11 1 3 0,09
2010-11321---21- 5 3 1 0,60
2011-121081---412 14 9 3 0,64
2012-13---61233- 9 4 2 0,44
2013-14---781331 10 11 2 1,10
2014-1565----3-- 9 5 0 0,56
2015-16733---33- 10 6 3 0,60
2016-17---913211- 10 14 2 1,40
2017-18---882321 11 10 3 0,91
2018-1943------- 4 3 0 0,75
2019-20611------- 6 11 0 1,83
2020-2187131-421 15 10 2 0,67
2021-22---12---- 1 2 0 2,00
სულ ჯამში66501163421351199180111320,62
(1) ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჩათვლით.
(2) მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჩათვლით.
წყარო: FFP - ESPN Deportes. - Transfermarkt. - RSSSF. - People
რონალდუ ოქროს ბურთით ხელში, 2015 წელს
პორტუგალიის დროშა სპორტინგი (1):
ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი (10)[6]
ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი (16)[6]
იტალიის დროშა იუვენტუსი (5)
პორტუგალიის დროშა პორტუგალია (3)
  • Bravo Award (1): 2004
  • FIFPro Special Young Player of the Year (2): 2004, 2005
  • წლის საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი (3): 2006–07, 2007–08, 2008–09
  • უეფა-ს წლის საუკეთესო გუნდი (4): 2003–04, 2006–07, 2007–08, 2008–09
  • Sir Matt Busby-ის წლის საუკეთესო მოთამაშე (3): 2003-04, 2006–07, 2007–08
  • FIFPro World XI (3): 2006–07, 2007–08, 2008–09
  • Best Portuguese Footballer in Foreign Countries (3): 2006-07, 2007-08, 2008-09
  • PFA-ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (1): 2006–07
  • PFA Players-ის წლის საუკეთესო მოთამაშე (2): 2006–07, 2007-08
  • PFA Fans' წლის საუკეთესო მოთამაშე (2): 2006–07, 2007–08
  • PFA-ის პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო გუნდი (4): 2005–06, 2006–07, 2008–09
  • FWA-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (2): 2006–07, 2007–08
  • Barclays-ის სენონის საუკეთესო მოთამაშე (2): 2006–07, 2007–08
  • პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი (4): ნოემბერი, 2006, დეკემბერი, 2006, იანვარი, 2008, მარტი, 2008
  • პრემიერ ლიგის ოქროს ბუცი (1): 2007–08
  • Barclays Merit Award (1): 2007–08
  • უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი (1): 2007-08
  • ევროპის ოქროს ბუცი (1): 2007–08
  • UEFA Club-ის ის საუკეთესო თავდამსხმელი (1): 2007–08
  • UEFA Club-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1): 2007–08
  • FIFPro-ის წლის ფეხბურთელი (1): 2007–08
  • FIFA Club World Cup Silver Ball (1): 2008
  • ფიფას ოქროს ბურთი (3): 2008, 2013, 2014
  • ფიფა-ს წლის ფეხბურთელი (1): 2008
  • Onze d'Or (1): 2008
  • World Soccer-ის წლის ფეხბურთელი (1): 2008
  • ფიფა-ს ფერენც პუშკაშის ჯილდო (1): 2009
  • პრინც ანრის ორდენი
  • მერიტის მედალი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. რონალდუ ოფიციალურად გამადრიდელდა; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
  2. Maradona: Ronaldo is Portugal's only threat. Goal.com. 9 ივნისი 2012
  3. რონალდუ „იუვენტუსის“ ფეხბურთელია
  4. "მანჩესტერ იუნაიტედმა" კონტრაქტი გააუქმა კრიშტიანუ რონალდუსთან“. რადიო თავისუფლება. 23 ნოემბერი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. კუკულაძე, მამუკა (27 ნოემბერი, 2022). „talkSPORT-ი რონალდუს ინტერვიუზე: ეს სირცხვილია, ის მშიშარაა“. crystalsport.ge. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  6. 1 2 Cristiano Ronaldo (CR7). Real Madrid Club de Fútbol. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2017.