მანუელ პელეგრინი
|
პელეგრინი „რეალ ბეტისის“ მთავარი მწვრთნელის რანგში (2022) | |||
| პირადი მონაცემები | |||
|---|---|---|---|
| სრული სახელი | მანუელ ლუის პელეგრინი რიპამონტი[1] | ||
| დაბადების თარიღი | 16 სექტემბერი, 1953 | ||
| დაბადების ადგილი | სანტიაგო, ჩილე | ||
| სიმაღლე | 1.84 მ | ||
| სათამაშო პოზიცია | ცენტრალური მცველი | ||
| საკლუბო ინფორმაცია | |||
| მიმდინარე კლუბი | „რეალ ბეტისი“ (მთავარი მწვრთნელი) | ||
| ახალგაზრდული კარიერა | |||
| „აუდაქს იტალიანო“ | |||
| „უნივერსიდად დე ჩილე“ | |||
| პროფესიონალური კარიერა* | |||
| წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
| 1973–1986 | „უნივერსიდად დე ჩილე“ | 315 | (7) |
| სამწვრთნელო კარიერა | |||
| 1988–1989 | „უნივერსიდად დე ჩილე“ | ||
| 1990–1991 | „პალესტინო“ | ||
| 1991 | ჩილე U20 | ||
| 1992–1993 | „ო’ჰიგინსი“ | ||
| 1994–1996 | „უნივერსიდად კათოლიკა“ | ||
| 1998 | „პალესტინო“ | ||
| 1999–2000 | „კიტო“ | ||
| 2001–2002 | „სან ლორენცო დე ალმაგრო“ | ||
| 2002–2003 | „რივერ პლეიტი" | ||
| 2004–2009 | „ვილიარეალი“ | ||
| 2009–2010 | „რეალ მადრიდი“ | ||
| 2010–2013 | „მალაგა“ | ||
| 2013–2016 | „მანჩესტერ სიტიი“ | ||
| 2016–2018 | „ჰაბეი ჩაინა ფორჩუნი“ | ||
| 2018–2019 | „ვესტ ჰემ იუნაიტედი“ | ||
| 2020– | „რეალ ბეტისი“ | ||
|
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება | |||
მანუელ ლუის პელეგრინი რიპამონტი (ესპ. Manuel Pellegrini; დ. 16 სექტემბერი, 1953) — ჩილელი ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამინდელი საფეხბურთო მწვრთნელი. იგი ხელმძღვანელობს ესპანურ კლუბ „რეალ ბეტისს“.
პელეგრინი კარიერის განმავლობაში თამაშობდა „უნივერსიდად დე ჩილეში“, ხოლო 1986 წელს ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა ჩილეს ეროვნულ ნაკრებში. 2004 წელს იგი ევროპაში გადავიდა და ჩაიბარა ესპანური კლუბი „ვილიარეალი“, მისმა გაწვრთნილმა გუნდმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, მათ შორის ლა ლიგაში დაიკავა მესამე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.
2009 წელს დაინიშნა „რეალ მადრიდის“ მთავარ მწვრთნელად, სადაც ერთ სეზონში დააგროვა 96 ქულა, რაც იმ დროისთვის კლუბის რეკორდი იყო. მოგვიანებით იგი მუშაობდა „მალაგაში“, „მანჩესტერ სიტიში“, „ვესტ ჰემ იუნაიტედში“ და საბოლოოდ დაბრუნდა ესპანეთში „რეალ ბეტისის“ მწვრთნელად.
მისი ხელმძღვანელობით „მანჩესტერ სიტიმ“ მოიგო პრემიერლიგა და ინგლისის ლიგის თასი 2013–14 სეზონში, რაც იყო პირველი შემთხვევა, როდესაც არაევროპელმა მწვრთნელმა მოიგო პრემიერ ლიგა.[2] 2020 წლის 9 ივლისს ესპანურმა კლუბმა „რეალ ბეტისმა“ გამოაცხადა, რომ ის გუნდს 2020–21 წლების სეზონში გაწვრთნიდა.[3]
სათამაშო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა სანტიაგოში, იტალიელი მშობლების ოჯახში, პელეგრინი სწავლობდა ჩილეს პაპის კათოლიკურ უნივერსიტეტში.[4] სადაც 1979 წელს მიიღო სამოქალაქო ინჟინრის დიპლომი. საფეხბურთო განვითარება დაიწყო „აუდაქს იტალიანოს“ ახალგაზრდულ აკადემიაში. მოგვიანებით გადავიდა „უნივერსიდად დე ჩილე“, სადაც მცველის პოზიციაზე პროფესიონალურად თამაშობდა. მთელი სათამაშო კარიერის განმავლობაში იგი ამ კლუბის წევრი იყო — ჩილეს პირველ დივიზიონში ჩაატარა 451 მატჩი და გაიტანა შვიდი გოლი, მათ შორის ერთი კოლო-კოლოს წინააღმდეგ, რომელიც „უნივერსიდად დე ჩილეს“ მთავარი მეტოქეა.[5]
1970-იან წლებში „უნივერსიდად დე ჩილე“ თავისი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ პერიოდს გადიოდა — 1969 წლის შემდეგ გუნდს ეროვნული კოპა ჩილე არ ჰქონდა მოგებული. ეს მდგომარეობა 1979 წელს შეიცვალა, როდესაც კლუბმა ჩემპიონატი მოიგო და 1980 წლის კოპა ლიბერტადორესის საგზური მოიპოვა, ორივე ტურნირში კი თავისი მთავარი მეტოქე „კოლო-კოლო“ დაამარცხა.
პელეგრინიმ ჩილეს ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა,[6] როდესაც 1986 წლის 7 მაისს ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. მატჩი 1–1 დასრულდა.[7]
ფეხბურთელის კარიერა მან ერთი წლის შემდეგ, 1987 წლის თებერვალში, ტრასანდინოს წინააღმდეგ მატჩის შემდეგ დაასრულა. კარიერის დასრულების მიზეზად თავად ასე იხსენებდა:
„ჩვენ კოპა ჩილეზე „ტრასანდინოს“ წინააღმდეგ ვთამაშობდით. ჩვენმა მეკარემ მეტოქის დარტყმა მოიგერია, მე ავხტი ბურთის მოსაგერიებლად, მაგრამ ჩემს უკან 17 წლის ბიჭი მოვარდა, ნახევარი მეტრით უფრო მაღლა ახტა და გოლი გაიტანა. იმ დღეს მივხვდი, რომ ვეღარ გავაგრძელებდი თამაშს.“[8]
ეს ბიჭი იყო ივან სამორანო, რომელიც იმ პერიოდში „კობრესალიდან“ იჯარით თამაშობდა და მოგვიანებით, 1995 წელს, მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში პიჩიჩის ჯილდოს მფლობელი გახდა. პელეგრინიმ მოგვიანებით ამაზე იხუმრა:
„რომ მცოდნოდა, სადამდე მიაღწევდა ის ბიჭი, კარიერას არ დავასრულებდი. კიდევ ორი წელი მაინც ვითამაშებდი.“-ო.[9]
პელეგრინის სურდა დახმარებოდა ჩილეს ცენტრალურ ზონაში მიმდინარე აღდგენით პროექტებს 1985 წლის ალგარობოს მიწისძვრის შემდეგ, რადგან მიაჩნდა, რომ მისი, როგორც კვალიფიციური სამოქალაქო ინჟინრის გამოცდილება, ამ საქმეში განსაკუთრებით გამოსადეგი იქნებოდა.[10][11]
სამწვრთნელო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც მწვრთნელი, პელეგრინი ძირითადად მუშაობდა ესპანეთის, არგენტინისა და ჩილეს კლუბებში.[12] როგორც ფეხბურთელის კარიერის შემთხვევაში, სამწვრთნელო საქმიანობაც „უნივერსიდად დე ჩილეში“ დაიწყო 1988 წლის სეზონში, თუმცა სეზონის შუაში გუნდი დატოვა, რათა ევროპაში საფეხბურთო სამწვრთნელო კურსები გაევლო.[13]
იმ სეზონში გუნდის სუსტი შედეგების გამო კლუბი ისტორიაში პირველად დაქვეითდა ჩილეს პრიმერა B-ში, თუმცა 1989 წელს მეორე დივიზიონის ჩემპიონობა მოიპოვა და კვლავ პირველ დივიზიონში დაბრუნდა, სადაც მას შემდეგ მუდმივად ასპარეზობს. 1990 წელს არტურო სალაჰი დაინიშნა ჩილეს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად და პელეგრინი მისი ასისტენტი და ჩილეს 20-წლამდელთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა.[14][15] [16]
იმავე წელს პელეგრინი პალესტინოს მთავარი მწვრთნელი გახდა და ამ პოსტზე 1992 წლამდე მუშაობდა. შემდეგ ერთი სეზონი „ო’ჰიგინსს“ წვრთნიდა, ხოლო 1993 წელს ჩაიბარა „უნივერსიდად კატოლიკა“ — ჩილეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი. აქ იგი ხელმძღვანელობდა ისეთ ცნობილ ფეხბურთელებს, როგორებიც იყვნენ ალბერტო აკოსტა და ნესტორ გოროსიტო, და გუნდს მოაგებინა პრესტიჟული კოპა ინტერამერიკანა 1994 წელს და 1995 წლის კოპა ჩილე, თუმცა ეროვნულ ჩემპიონატში 1994 და 1995 წლებში მხოლოდ მეორე ადგილზე გავიდა.
1998 წელს პელეგრინი მცირე ხნით დაბრუნდა „პალესტინოში“, რის შემდეგაც ეკვადორულმა „კიტომ“ მიიწვია. 1999 წელს მან კლუბი ეკვადორის სერია A-ს ჩემპიონობამდე მიიყვანა და საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც ეკვადორულ კლუბში წარმატებული უცხოელი მწვრთნელები მუშაობდნენ. პელეგრინიმ გუნდი წარმატებით ათამაშა ლიბერტადორესის თასზეც, რითაც სამხრეთ ამერიკის სხვა კლუბების ყურადღებაც მიიპყრო.[17]
„სან-ლორენსო“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2001 წელს პელეგრინი არგენტინულ სან-ლორენსო დე ალმაგროს შეუერთდა და კლუბს ისტორიაში პირველი საერთაშორისო ტიტული — მერკოსურის თასი მოაგებინა. მისი მიწვევა კლუბს „სან-ლორენსოს“ ლეგენდამ ნესტორ გოროსიტომ ურჩია, რომელიც პელეგრინისთან „უნივერსიდად კატოლიკაში“ მუშაობდა. რეკომენდაციამ გაამართლა — პელეგრინიმ კლუბს მოაგებინა არგენტინის კლაუსურა და მერკოსურის თასი, რომელიც სამხრეთ ამერიკის უეფას თასის მსგავსი ტურნირი იყო.[18]
„რივერ პლეიტი“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2002–2003 წლებში პელეგრინი წვრთნიდა არგენტინულ „რივერ პლეიტს“ და 2003 წელს გუნდს კლაუსურას ჩემპიონატი მოაგებინა. სეზონის დასრულების შემდეგ მან თანამდებობა დატოვა.[19]
„ვილიარეალი“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პელეგრინიმ „ვილიარეალი“ 2004 წლის 1 ივლისს ჩაიბარა. პირველივე სეზონში კლუბი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და ესპანეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო უეფას თასის მეოთხედფინალამდე მიაღწია. მომდევნო სეზონში „ვილიარეალი“ 2005–06 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც არსენალისთან დამარცხდა. იმავე წელს გუნდი ლა ლიგაში მეშვიდე ადგილზე გავიდა.
შემდეგ ორ სეზონში „ვილიარეალმა“ მეხუთე და მეორე ადგილები დაიკავა, ეს უკანასკნელი კი კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგი გახდა. პელეგრინიმ „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ კვლავ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში გაიყვანა, სადაც მეოთხედფინალში ისევ „არსენალს“ შეხვდა და ორმატჩიან დუელში 4–1 დამარცხდა.
2007 წლის ბოლოს „ვილიარეალმა“ პელეგრინის კონტრაქტი 2011 წლამდე გაუხანგრძლივა. 2009 წლის 31 მაისს, სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ, მან განაცხადა: „რეალ მადრიდიდან“ არავინ დამკავშირებია. მე კონტრაქტი მაქვს „ვილიარეალთან“, დღეს ჩემპიონატი დავასრულეთ და ხვალ შვებულებაში მივდივართ.“[20]
მიუხედავად ამ განცხადებისა, 2009 წლის 1 ივნისს „ვილიარეალის“ ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ პელეგრინი კლუბში აღარ დარჩებოდა. ასევე განაცხადეს, რომ თუ „რეალის“ ჩილელი სპეციალისტის გადაბირება სურდა, უნდა გადაეხადა მისი კონტრაქტის 4 მილიონი ევროს ოდენობის გამოსასყიდი თანხა.[21]
მადრიდის „რეალი“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2009 წლის 1 ივნისს პელეგრინი ოფიციალურად დაინიშნა მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელად და ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.[22] „სანტიაგო ბერნაბეუს“ საპრეზიდენტო აივანზე წარდგენისას მან განაცხადა: „ძნელია რამდენიმე სიტყვაში გადმოსცე ის ემოცია და სიამაყე, რასაც გრძნობ, როდესაც, შესაძლოა, მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბის ხელმძღვანელად გნიშნავენ.“[23]
იგი გახდა პირველი მწვრთნელი ფლორენტინო პერესის პრეზიდენტობის მეორე პერიოდის დროს. რამდენიმე დღეში პელეგრინიმ კაკა გადაიბირა „მილანიდან“ და განაცხადა:
„თუ გვინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება და მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ვიყოთ, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები გვჭირდება.“[22]
მოგვიანებით კლუბმა კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ 80 მილიონ ფუნტად, ქარიმ ბენზემა „ლიონიდან“ 30 მილიონ ევროდ და ხაბი ალონსო „ლივერპულიდან“ 30 მილიონ ევროდ შეიძინა.
2009 წლის 27 ოქტომბერს მადრიდელები კოპა დელ რეიდან გამოვარდნენ, როდესაც ალკორკონისთან ორმატჩიან დუელში 4–1 დამარცხდნენ. ეს მატჩი ესპანურმა გაზეთმა Marca-მ „ალკორკონასოდ“ მონათლა და პელეგრინის მიმართ მრავალი ირონიული კომენტარი გამოაქვეყნა.
2010 წლის 10 მარტს „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლიონთან“ ორმატჩიან დუელში 2–1 დამარცხდა. ამის შემდეგ ფლორენტინო პერესმა პელეგრინის ულტიმატუმი წაუყენა — თუ ლა ლიგას ვერ მოიგებდა, თანამდებობას დატოვებდა.[24]
პელეგრინის „რეალმა“ 2009–10 წლების სეზონში ლა ლიგაში 96 ქულა დააგროვა — იმ დროისთვის კლუბის საუკეთესო შედეგი — თუმცა ჩემპიონი მაინც ვერ გახდა, რადგან „ბარსელონამ“ 99 ქულა მოიპოვა. 2010 წლის 26 მაისს კლუბის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ პელეგრინი თანამდებობას დატოვებდა და მის ადგილს ჟოზე მოურინიო დაიკავებდა.[25]
მოგვიანებით პელეგრინიმ უკმაყოფილება გამოთქვა კლუბის პოლიტიკის მიმართ და აღნიშნა: „მადრიდში მე არც ხმა მქონდა და არც უფლება გადაწყვეტილების მიღებაზე. ისინი ყიდულობდნენ საუკეთესო ფეხბურთელებს, მაგრამ არა კონკრეტული პოზიციებისთვის საჭირო მოთამაშეებს. ორკესტრში 10 საუკეთესო გიტარისტის ყოლას აზრი არ აქვს, თუ პიანისტი არ გყავს.“[26][27]
მალაგა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მადრიდის „რეალიდან“ გათავისუფლების შემდეგ, 2010 წლის 22 ივლისს, პელეგრინიმ მიიღო შეთავაზება მექსიკის ეროვნული ნაკრებისგან, რადგან ხავიერ აგირე გადადგა სამხრეთ აფრიკაში გამართული 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მარცხის შემდეგ.[28]
თუმცა პელეგრინიმ საბოლოოდ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა ლა ლიგის კლუბ „მალაგასთან“, საიდანაც ცოტა ხნით ადრე გუნდის მთავარი მწვრთნელი ხესუალდო ფერეირა გაათავისუფლეს. 5 ნოემბერს იგი ოფიციალურად წარადგინეს კლუბის ახალ მწვრთნელად პრესკონფერენციაზე კლუბის მფლობელ აბდულა ბინ ნასერ ალ ტანისთან ერთად.[29] მომდევნო დღეს მან ტრიბუნიდან უყურა, თუ როგორ დამარცხდა გუნდი 1–0 „ესპანიოლთან“.[30]
2010 წლის 11 ნოემბერს მან „მალაგას“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი ჩაატარა „ერკულესის“ წინააღმდეგ და მოიგო 3–2 სამეფო თასზე ლა როსალედაზე. ამ გამარჯვებამ გუნდი მერვედფინალში გაიყვანა, მას შემდეგ რაც პირველ შეხვედრაში გუნდებმა 0–0 ითამაშეს ესტადიო ხოსე რიკო პერესზე.[31] ოთხი დღის შემდეგ მან პირველი ჩემპიონატური მატჩიც მოიგო, როდესაც მალაგამ ლევანტე 1–0 დაამარცხა.[32] იმ სეზონში მალაგამ მხოლოდ მე-11 ადგილი დაიკავა.
პირველი სრული სეზონის შემდეგ, მან გუნდი ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გაიყვანა და კლუბის ისტორიული რეკორდი დაამყარა 58 ქულით. მისი ხელმძღვანელობით მალაგა ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. 2012 წლის 10 აგვისტოს პელეგრინიმ საჯაროდ განაცხადა, რომ სურდა კლუბში დარჩენა, მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა და ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელების დაკარგვისა, როგორებიც იყვნენ სანტი კასორლა და სალომონ რონდონი.[33]
„მალაგამ“ ჩემპიონთა ლიგის 2012–13 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე გააღწია, სადაც დაუპირისპირდა „მილანს“, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ და „ანდერლეხტს“. გუნდი ჯგუფში დაუმარცხებლად გავიდა — სამი გამარჯვებით და სამი ფრეით. შემდეგ „მალაგამ“ მერვედფინალში, ორი მატჩის ჯამში 2–1 ანგარიშით დაამარცხა „პორტუ“. ისინი ტურნირს გამოეთიშნენ მეოთხედგფინალში „დორტმუნდთან“ ბოლო წუთებზე გაშვებული ორი გოლის შემდეგ, რამაც მათ ნახევარფინალში გასვლის შანსი წაართვა.[34]
2013 წლის 22 მაისს, სეზონის დასრულების ცერემონიაზე, პელეგრინიმ გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლოს დატოვებდა კლუბს. „მალაგამ“ სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულა, თუმცა ევროპულ ტურნირებს მიღმა დარჩა ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევის გამო.[35][36]
2018 წლის ოქტომბერში მალაგაში ერთ-ერთ წრიულს მისი პატივსაცემად პელეგრინის სახელი მიენიჭა.[37]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Pellegrini: Manuel Luis Pellegrini Ripamonti: Manager. BDFutbol. ციტირების თარიღი: 22 May 2018
- ↑ „West Ham manager Pellegrini sacked“. BBC Sport.
- ↑ Manuel Pellegrini appointed Real Betis manager (9 July 2020). ციტირების თარიღი: 13 July 2020
- ↑ პელეგრინი არ არის: ახლა არჩეულია PUC-ის გამორჩეული კურსდამთავრებულისგან. Emol.com (17 ივნისი 2009). ციტირების თარიღი: 15 დეკემბერი 2013
- ↑ Manuel Pellegrini - Player profile. ციტირების თარიღი: 27 May 2026
- ↑ Manuel Pellegrini: Internationals. HEIM:SPIEL. ციტირების თარიღი: 23 September 2019
- ↑ Brazil v Chile, 07 May 1986. AFS Enterprises. ციტირების თარიღი: 23 September 2019
- ↑ El día que Iván Zamorano gatilló el retiro del fútbol de Pellegrini es (1 June 2009). ციტირების თარიღი: 30 November 2020
- ↑ „Pellegrini, el hombre al que retiró Zamorano“ (ესპანური). Diario AS. 1 June 2009.
- ↑ Qué tipo raro, Pellegrini El País. Santiago Solari, 11 November 2012. Retrieved 18 June 2013
- ↑ „Jesus Navas can be the saviour of new-look Manchester City“. The Independent. London. 18 August 2013. ციტირების თარიღი: 19 August 2013.
- ↑ The silent forging of success, Manuel Pellegrini www.thisischile.cl 29 July 2009. Retrieved 11 August 2013
- ↑ Sánchez Leiva, Jorge. Manuel Pellegrini repasa su fracaso más grande como entrenador: “Lo de la U fue un poquito de pecado de soberbia” es (30 August 2024). ციტირების თარიღი: 5 July 2025
- ↑ El metodo Pellegrini es (5 June 2009). ციტირების თარიღი: 5 July 2025
- ↑ Detalles de la relación entre Eduardo Bonvallet y Manuel Pellegrini es (18 September 2015). ციტატა: „cuando Arturo Salah y Manuel Pellegrini, como ayudante, tomaron la selección chilena de cara a la Copa América de 1991.“ ციტირების თარიღი: 5 July 2025
- ↑ Reyes, Luis. Héctor Robles y su desastre en la Roja: una victoria en 13 partidos es (20 January 2019). ციტატა: „el Sudamericano jugado en Venezuela en 1991. Ese equipo era dirigido por Manuel Pellegrini“ ციტირების თარიღი: 5 July 2025
- ↑ Manuel Pellegrini: Ganar campeonato con Liga lanzó mi carrera es. ციტირების თარიღი: 2026-05-27
- ↑ Manuel Pellegrini: "Ganar el campeonato con Liga, lanzó mi carrera" es. ციტირების თარიღი: 2026-05-27
- ↑ River Plate campeón del Torneo Clausura 2003 es. ციტირების თარიღი: 2026-05-27
- ↑ „Pellegrini denies Madrid talks“. USA Today. 30 May 2009. ციტირების თარიღი: 12 May 2010.
- ↑ „Pellegrini neuer Real-Coach“ (გერმანული). Kurier. 1 June 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 June 2009. ციტირების თარიღი: 12 January 2014.
- 1 2 „Real appoint Pellegrini as coach“. BBC Sport. 1 June 2009. ციტირების თარიღი: 22 May 2018.
- ↑ „Real Madrid appoint Manuel Pellegrini as head coach“. Sofia Echo. 2 June 2009. ციტირების თარიღი: 2 June 2009.
- ↑ Lowe, Sid (10 March 2010). „Manuel Pellegrini's nightmare becomes Real as Madrid begin blame game“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 11 March 2010.
- ↑ „Real Madrid clear the way for Jose Mourinho“. BBC Sport. 26 May 2010. ციტირების თარიღი: 22 May 2018.
- ↑ Manuel Pellegrini is proving to Real Madrid he is one of the world's top coaches (21 November 2012). ციტირების თარიღი: 11 May 2013
- ↑ Liew, Jonathan (18 April 2013). „Chelsea's veteran stars had better beware, Manuel Pellegrini is a man who likes to build teams his way“. The Daily Telegraph. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 January 2022. ციტირების თარიღი: 11 May 2013.
- ↑ „Former Real Madrid Coach Manuel Pellegrini Has Mexico Offer“. Goal.com. Goal. 26 May 2010. ციტირების თარიღი: 5 February 2011.
- ↑ Manuel Pellegrini agrees to coach Malaga in La Liga coup. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 November 2010. ციტირების თარიღი: 5 November 2010
- ↑ Elkington, Mark. (6 November 2010) Soccer-Malaga lose to Espanyol with Pellegrini looking on. Reuters. ციტირების თარიღი: 12 January 2014
- ↑ Pellegrini leads Malaga to dramatic debut win. Four Four Two (11 November 2010). ციტირების თარიღი: 12 January 2014
- ↑ Malaga edge tight affair. ESPN Soccernet (14 November 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 January 2014. ციტირების თარიღი: 12 January 2014
- ↑ „Pellegrini pledges future to Malaga“. ESPN Soccernet. 10 August 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 January 2013. ციტირების თარიღი: 30 November 2012.
- ↑ „Malaga owner blames racism for Champions League exit“. BBC Sport. 9 April 2013. ციტირების თარიღი: 12 May 2013.
- ↑ CFCB adjudicatory chamber decisions. UEFA (21 December 2012). ციტირების თარიღი: 15 December 2013
- ↑ „Man City target Manuel Pellegrini announces he will leave Malaga“. BBC Sport. 22 May 2013.
- ↑ Manuel Pellegrini: Malaga roundabout named after club's former boss. BBC Sport (9 October 2018). ციტირების თარიღი: 17 October 2018